Monday, July 8, 2019

საკვლევი თემა: ,,საშინაო დავალების ხარისხთან წარმოქმნილი პრობლემები და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები“.





     სსიპ ქალაქ სამტრედიის N 4 საჯარო სკოლის პედაგოგის დაწყებითი კლასის მასწავლებლის შორენა თევზაძის პედაგოგიური კვლევის ანგარიში


     საკვლევი თემა: ,,საშინაო დავალების ხარისხთან წარმოქმნილი პრობლემები და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები“.


     2018-2019 სასწ. წელი 













1
სარჩევი
შესავალი ---------------------------------------------------------------------------------------- 3
ინფორმაცია სკოლის შესახებ ---------------------------------------------------------------- 3
კვლევის ვადები --------------------------------------------------------------- ---------------  3
პრობლემა და საკვლევი საკითხი ----------------------------------------------------------- 3
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ------------------------------------------- 4
კვლევის მიზანი ------------------------------------------------------------------------------  4
სამიზნე ჯგუფი -------------------------------------------------------------------------------  5
ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------------------------  5                                
კვლევის ამოცანები --------------------------------------------------------------------------   9
კვლევის მეთოდები -------------------------------------------------------------------------    9
კვლევის ძირითადი ეტაპები ----------------------------------------------------------------  9
ანკეტა მოსწავლეებისთვის -----------------------------------------------------------------  10
ანკეტა მშობლებისთვის ---------------------------------------------------------------------  11
ანკეტა მასწავლებლებისთვის --------------------------------------------------------------  12
ინტერვენციის დაგეგმვა --------------------------------------------------------------------  12
მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები ------------------------------------------------- 13
მშობელთა გამოკითხვის შედეგები -------------------------------------------------------- 15
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები -----------------------------------------------------  16
კვლევის შედეგები --------------------------------------------------------------------------   17
ინტერვენცია ---------------------------------------------------------------------------------   18
 ინტერვენციის შეფასება --------------------------------------------------------------------  19
რეკომენდაციები -------------------------------------------------------------------------------19
დასკვნა ----------------------------------------------------------------------------------------- 20


2
შესავალი
       მოცემული ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ სამტრედიის N4 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
      კვლევის საფუძველი გახდა დაწყებითი კლასების მოსწავლეების გულგრილი მიდგომა  საშინაო დავალებისადმი. ნაშრომში განხილულია დაწყებით საფეხურზე საშინაო დავალების ხარისხთან წარმოქმნილი პრობლემები და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
    
     სსიპ. ქ. სამტრედიის მე-4 სკოლა დაკომპლექტებულია პროფესიონალი პედაგოგებით. მიუხედავად ამისა კათედრაზე შეხვედრისას პედაგოგები ხშირად აღნიშნავდნენ რომ მოსწავლეები საშინაო დავალებას ასრულებენ მხოლოდ ვალდებულების მიზნით და ყურადღებას არ აქცევენ შესრულების ხარისხს.ამიტომ ამ პრობლემით დაინტერესებულმა  გადავწყვიტე მეწარმოებინა დაკვირვება საშინაო დავალების შესრულების პროცესზე.
   დაკვირვება წარმოებდა 5 კვირის მანძილზე, 15.11.2018 ---- 22.11.2018.დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებში საკმაოდ ხშირია საშინაო დავალების არასრულფასოვნად და უხარისხოდ შესრულება. წერენ გადასწორებებით, გაურკვეველი ასოებითა და ციფრებით, ყურადღებას არ აქცევენ რვეულის ხაზებსა და ნაწერის სისუფთავეს.
პრობლემა და საკვლევი საკითხი
    მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებას გულგრილად ეკიდებიან, ეს ერთი რომელიმე საგნის პრობლემა არ არის, არამედ ზოგადი ტენდენციაა.  დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვანია ბავშვის ჩამოყალიბებაში. ის აქედანვე უნდა მიეჩვიოს დაკისრებული მოვალეობის პასუხისმგებლობით მოკიდებას და  დავალების ხარისხიანად შესრულებას, მასწავლებელმა ბავშვს უნდა ასწავლოს არა მარტო მასალა, არამედ ის, თუ როგორ ისწავლოს. საშინაო დავალების უხარისხოდ შესრულება კი განაპირობებს ამ უდიდესი მიზნის მიუღწევადობას.
      კვლევის საფუძველი გახდა დაწყებითი კლასების მოსწავლეების   მიდგომა   საშინაო დავალებისადმი. დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რამდენს უნდა ,,იწონიდეს“ მოსწავლეებისთვის ჩემს მიერ მიცემული საშინაო დავალება და რა შინაარსის ან რა ფორმის უნდა იყოს იგი.
   რა დოზით უნდა მივცეთ ბავშვებს დავალება, რომ ეს საქმე ტანჯვად არ ექცეთ? პრობლემა საშინაო დავალების სირთულეშია თუ მოცულობაში?
3
პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
  ერთ–ერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის ფაქტორი. მოსწავლეებს აღარ რჩებათ დრო თამაშისა და დასვენებისათვის. მათი მიზანია, რაც შეიძლება დროულად შეასრულონ დავალება და ისინი ამის გამო უკვე აღარ ზრუნავენ დავალების ხარისხზე.
  დავალება უხარისხოდ და უხალისოდ შესრულებული შეიძლება იყოს, თუ საშინაო დავალებას არ ახლავს შესაბამისი ინსტრუქცია.
 დავალება უხარისხოდ და უხალისოდ შესრულებული შეიძლება იყოს მაშინაც, თუ დავალება სისტემატურად და დროულად არ შემოწმდება.
  საშინაო დავალების ხარისხზე უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს დავალების სირთულე, თუ დავალება მოსწავლეთა შესაძლებლობების ადეკვატური არაა.
მოსწავლეებს არა აქვთ სამუშაოდ საჭირო საყოფაცხოვრებო პირობები.
● დავალებები დიდი მოცულობისაა და მოსწავლეებს არ ყოფნით დრო მის შესასრულებლად.
● მშობლები არ აკონტროლებენ მოსწავლის მიერ დავალების შესრულების პროცესს. დავალების სირთულის გამო, მოსწავლეები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ სამუშაოს დაძლევას.
● მოსწავლეები თემას და გაკვეთილს არ ეუფლებიან და თავდაპირველად იწყებენ დავალების შესრულებას, რის გამოც მათ მიერ შესრულებული დავალება არასრულყოფილია
    კვლევის მიზანი : კვლევის მიზანია საშინაო დავალების  ხარისხის გაუმჯობესება და კვლევა თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომ მისთვის საშინაო დავალება არ იყოს რუტინა, გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, რომლისგანაც თავის დაღწევას მუდმივად ცდილობენსაშინაო დავალების შესრულების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული პრობლემების კვლევა. დადგინდეს საშინაო დავალების დაბალი ხარისხისა და არასრულფასოვნად შესრულების მიზეზები, გამოინახოს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები, შემუშავდეს რეკომენდაციები და დაიგეგმოს ინტერვენციები როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, რომ მისთვის საშინაო დავალება არ იყოს რუტინა, რომლისგანაც თავის დაღწევას მუდმივად ცდილობენ.

4
სამიზნე ჯგუფი :  1.      დაწყებითი კლასების მოსწავლეები.
                          2.      დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები.
                          3.     დაწყებითი კლასებში შემსვლელი პედაგოგები

ლიტერატურის მიმოხილვა
   საშინაო დავალება სწავლა–სწავლების ნაწილია, ეს იქნება წერილობით შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი.  საშინაო დავალება მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. იგი ასევე აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან, მშობელს ეძლევა საშუალება უფრო მეტად ჩართული იყოს ბავშვის განვითარებაში. საშინაო დავალების შესრულება ასევე საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისთვის, ხოლო მშობელს აძლევს საშუალებას აკონტროლოს შვილის განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას. თუმცა ამ ყველაფრის დადებითობა სწორად შერჩეულ საშინაო დავალებაზეა დამოკიდებული.
   არის თუ არა საშინაო დავალება ეფექტიანი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ არსებობს.
 მკვლევრების აზრით, საშინაო დავალების ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე. განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე ბავშვებს აღარაფრის დრო აღარ რჩებათ.
     დიუკის უნივერსიტეტის პროფესორსი ჰარის კუპერსის განცხადებამ: "ჩვენ ვერ შევძელით დადასტურება იმისა, რომ საშინაო დავალება ბავშვებს სკოლაში უკეთ სწავლაში ეხმარება", - ერთნაირად გააოცა როგორც საშინაო დავალებების მომხრე პედაგოგები, ასევე მათი მოწინააღმდეგეები.  
     ეს აზრი იმდენად მოულოდნელად გაჟღერდა, რომ   მასწავლებელმა თავი წარმოიდგინა მანქანად, რომელმაც ცოდნა უბრალოდ უნდა გადასცეს. მაგრამ ამას კომპიუტერიც შესანიშნავად გააკეთებდა,

     ონგ-კონგში, ტაივანსა და იაპნიაში, სადაც მათემატიკის სწავის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, საშინაო დავალებას ძალიან ცოტას აძლევენ, რაც ხარისხზე ახდენს დადებით ზეგავლენას. ასეა ნიდერლანდებში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჰოლანდიელი მოსწავლეებისთვის, მათემატიკის ცოდნით მსოფლიო ტოპ-ათეულში შესულიყვნენ.
6

     ჩინელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საშინაო დავალებაზე დღეში დახარჯული ორი საათი, გარდა დავალების ხარისხის დაქვეითებისა, აუცილებლად იწვევს ძილის დარღვევასა და სტრესს. ამ იდეის მხარდამჭერთა აზრით, ყველაზე ბევრ საშინაო დავალებას აძლევენ ბავშვებს სუსტი ეკონომიკისა და აშკარად გამოხატული სოციალური უთანასწორობის მქონე ქვეყნებში.
    მასწავლებელი ფიზიკურად ვერ ასწრებს მისცეს ბავშვებს გაკვეთილზე მთელი მასალა სათანადო მოცულობით, ამიტომ ბევრი რჩება შინ მისაცემ დავალებად. აქედან გამომდინარე, ის, რომ მასწავლებელმა თავისი საჭიროება ვეღარ დაინახოს, გადამეტებული ფიქრია. მოსწავლეთა პრაქტიკული მეცადინეობა უპირველესად საშინაო დავალების შესრულებაზეა აგებული. იგი აფართოებს სწავლის შესაძლებლობებს და აიძულებს მოსწავლეს, შინაც არ შეწყვიტოს სწავლის პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაკვეთილზე, რაც უნდა კარგად ჩატარდეს იგი, ხდება მასალის ხანმოკლე დამახსოვრება. ხანგრძლივ მეხსიერებაში ცოდნის გადატანას განმეორება ანუ გარკვეული სახის სამუშაო სჭირდება, ამ როლს კი მეტწილად საშინაო დავალება ასრულებს.
     საშინაო დავალება საშუალებას გვაძლევს, ცოდნა ოპერატიული მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავიტანოთ.
    სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით საჭიროა ცოდნის განმტკიცება როგორც კლასში, ისე სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება.  ბევრ ქვეყანაში დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ უმცროსკლასელი მოსწავლეები დავალებისგან ვერ იღებენ სარგებელს (კუპერი, 2001). ამ გავრცელებული მიდგომისაგან განსხვავებით, გერმანიაში პირველივე დღიდან აქვთ ბავშვებს საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე სკოლამ გერმანიაში საშინაო დავალება აკრძალა. იაპონელ მოსწავლეებს დავალება ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი, არდადეგების პერიოდის ჩათვლით. აშშ-ში საშინაო დავალება მხოლოდ 1950-იან წლებში შემოიღეს და მისი სავალდებულო ხასიათი დღემდე შენარჩუნებულია.

7
 2007 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ საშინაო დავალების მოცულობა იზრდება და ამჟამად მისი შესრულება, საშუალოდ, დღეში სამ საათზე მეტ დროს მოითხოვს.
(4. http://mastsavlebeli.ge/?p=1779 )
      რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? ზოგიერთ შემთხვევაში, ძირითადად დაწყებით საფეხურზე მშობელი ზედმეტად ჩართულია დავალების შესრულების პრცესში, აკონტროლებს დავალების შესრულების ხარისხს და შემდეგ სირთულის მატებასთან ერთად, ეთიშება სასწავლო პროცესს. ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ გათიშულია პროცესს და ინფორმაციის დონეზეც არ იცის, როგორ ასრულებს ბავშვი სწავლის პროცესს. ასევე, მკვეთრად არის გამოკვეთილი ბავშვების წუხილი იმის შესახებ, რომ ვერ ასწრებენ ვერც სწავლას და ვერც გართობას. ან რა აზრი აქვს დავალების შესრულებას, შეიძლება მასწავლებელმა მაინც არ შეუმოწმოს, თუ მაინცადამაინც შეამოწმებს, მაშინ ისიც საკმარისი იქნება, რომ გადაწერილი დავალებით დაიძვრინოს თავი.
   საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა და ამ საკითხში ჩართულმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, თუ მოსწავლეებს აქტიურად ჩავრთავთ დავალების შერჩევის, ორგანიზებისა და შეფასების პროცესში. დავალების შემოწმებისას ჩავატაროთ კვლევა, რა გაუჭირდათ და რა   შეასრულეს კარგად. ეს კი უფრო ნათლად დაგვანახებს, მივაღწიეთ თუ არა მიზანს. ან რას შევცვლიდი გასაუმჯობესებლად.
   საშინაო დავალების ხარისხიანად შესრულება მოსწავლეს ჩვევაში უნდა გადაეზარდოს, ამიტომ აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, თვითრეალიზაციის  ეს გრძელვადიანი სამუშაოა. ყველა ბავშვს შესაძლებლობები, განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოს ტემპი სხვადასხვა აქვს. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სწორად შერჩეული დავალება კი ხელს შეუწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. ნაკლები იქნება იძულება, ხალისი კი – მეტი. მათ უნდა დარჩეთ თავისუფალი დრო თამაშისთვის, მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისთვის. (4. http://mastsavlebeli.ge/?p=1779 )




8
კვლევის ამოცანები:
   რა გავლენა აქვს საშინაო დავალების შესრულებას მოსწავლეთა წარმატებაზე;  
აუმჯობესებს თუ არა სწავლება-სწავლის ხარისხს საშინაო დავალება.
  დაკვირვება თითოეული მოსწავლის საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე, ყურადღებაზე, სწავლისა და თავისუფალი დროის მიმართ დამოკიდებულებაზე.
 ფოკუს–ჯგუფის შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
  მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვა.
 მონაცემების კოდირება და ანალიზი.
 შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.

კვლევის მეთოდები:
 გამოკითხვა – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე: რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას მოსწავლისთვის? რაში ეხმარებათ და რა სირთულეებს წარმოქმნის ამ სამუშაოს ყოველდღიურად შესრულება?
  ანკეტირება – მივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე დაწყებითი კათედრის წევრებისათვის. კითხვები იყო დახურული, ღია და ანონიმური, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება პასუხის გაცემის დროს გულწრფელია და შესაბამისად, მის მიერ გაცემული პასუხები ზუსტი და სანდოა.
 ინტერვიუ – აღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია პედაგოგებისა და მოსწავლეების დამოკიდებულება საშინაო დავალებისადმი.

კვლევის ძირითადი ეტაპები :

●კითხვარების შედგენა სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით მოსწავლეებისა და მშობლებისთვის
  გამოკითხვის პროცესის წარმოება.
9
  გამოკითხვის შედეგების შეჯამება
  ფოკუს ჯგუფის შექმნა და სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.
  კვლევის ჯგუფის შეხვედრა და რეალური მიზეზების გამოკვეთა.
  კვლევის ჯგუფის მიერ რეკომენდაციების შემუშავება და ინტერვენციების დაგეგმვა.

ანკეტა მოსწავლეებისათვის :
1.      დავალებას ხალისით ვასრულებ
ა) ყოველთვის.
ბ) მხოლოდ მაშინ, თუ დავალება მცირე მოცულობისაა და ჩემთვის გასაგები.   
     გ) გააჩნია საგანს და დავალებას.

2.    საშინაო დავალების შესრულებისას ხარისხს.....
ა) ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას.
ბ) მთავარია დავალება შევასრულო, ხარისხს არ ვუკვირდები.
გ) მაშინ ვაქცევ ყურადღებას, როცა საშინაო დავალება მცირე და აღქმადია

 3.საშინაო დავალებებს ...
ა)  ვერ  ვასრულებ მშობლების დახმარების  გარეშე            
ბ) ვასრულებ  სრულიად  დამოუკიდებლად
გ) მჭირდება  მცირეოდენი  მითითებები

4.       მშობლები დავალებებს  ახლიდან  მიხსნიან  იმიტომ, რომ...
ა)  მასწავლებელი ზოგჯერ არ გვამუშავებს მსგავს  სავარჯიშოებზე
ბ)   ხანდახან გაკვეთილზე უყურადღებოდ ვზივარ
გ)  დავალება რთულია და მიჭირს გააზრება
დ)  დავალების ახლიდან ახსნა  არ მჭირდება

5.  რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი  ჩემს დავალებებში?
ა)   გადადოს ყველა საქმე, მომიჯდეს  და თვალყური ადევნოს ჩემი დავალების მომზადებას      
ბ)   რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას მიმაჩვევს
გ)    უნდა დამეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

10
ანკეტა მშობლებისთვის :
1.    ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალებას?
ა) ყოველთვის  
ბ) მხოლოდ მაშინ, თუ დავალება მცირე მოცულობისაა და  მისთვის გასაგები.   
გ) გააჩნია საგანს და დავალებას.         

2.    რამდენად ხარისხიანია დავალება, რომელსაც თქვენი შვილი შინ ასრულებს?
ა) სისწორესთან ერთად, ყოველთვის ვაქცევთ  ყურადღებას დავალების სისუფთავესა და ხარისხს
ბ) საშინაო დავალებაში ხარისხს საერთოდ არ აქცევთ ყურადღებას.
გ) იშვიათად ამახვილებთ  ყურადღებას დავალების ხარისხზე.

3.      თქვენი  შვილი  საშინაო დავალებებს...
    ა)  ვერ  სწავლობს  თქვენი  დახმარების  გარეშე            
ბ) ასრულებს  სრულიად  დამოუკიდებლად
გ) სჭირდება  მცირეოდენი  მითითებები

4.      თქვენ  გიწევთ  დავალებების  ახლიდან  ახსნა  იმიტომ, რომ...
    ა)   მასწავლებელმა არ ამუშავა  კლასი  მსგავს  სავარჯიშოებზე
ბ)  ბავშვის  უყურადღებობის მიზეზით
გ)  დავალება რთულია და არ შეესაბამება  ბავშვის  შესაძლებლობებს
დ)  დავალების ახლიდან ახსნა  არ მიწევს

5.      რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი  ბავშვის დავალებებში?
ა)   გადადოს ყველა საქმე, მიუჯდეს შვილს და თვალყური ადევნოს დავალების მომზადებას      
  ბ)   რაც ნაკლებად ჩაერევა, მით მეტ დამოუკიდებლობას ასწავლის შვილს
გ)    დაეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში,  ენდოს, მაგრამ პერიოდულადა კონტროლოს


11


ანკეტა მასწავლებლებისთვის:

1.      ხალისით იღებენ თუ არა მოსწავლეები თქვენს მიერ მიცემულ დავალებებს?
1.      დიახ
2.      არა


2.      საშინაო დავალების მიცემის დროს აძლევთ თუ არა მოსწავლეებს დავალების შესასრულებელ ინსტრუქციას?

1.      არასოდეს ვაძლევ ინსტრუქციას
2.      ყოველთვის ვაძლევ ინსტრუქციას
3.      ზოგჯერ ვაძლევ ინსტრუქციას


3.      ასწორებთ თუ არა საშინაო დავალებას?
1.      არასოდეს ვასწორებ
2.      ყოველთვის ვასწორებ
3.      ზოგჯერ ვასწორებ


4.      როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ მიცემული დავალება:
1.      ზომიერია
2.      დიდი მოცულობისაა
3.      მცირე მოცულობისაა

ინტერვენციის დაგეგმვა
      საერთო ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები უხალისოდ ასრულებენ საშინაო დავალებას, რომ საშინაო დავალების შესრულებაზე დიდ დროს ხარჯავენ და რომ ურთულდებათ საშინაო დავალების შესრულება. ასევე გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები ყოველთვის არ ასწორებენ საშინაო დავალებას, ან თუ ასწორებენ, არასისტემატიურად და არასრულყოფილად ხდება დავალების შემოწმება, რაც იმის საფუძველი ხდება, რომ მოსწავლე ან ვერ ასრულებს საშინაო დავალებას, ან
12
უხარისხოდ ასრულებს. დავალების შეუმოწმებლობით ან არასრულყოფილად შემოწმებული დავალების შემდეგ მოსწავლეს უქრება მოტივაცია. საბოლოოდ,
სწორედ ამ ფაქტორების გამო ვღებულობთ უხალისოდ და უხარისხოდ შესრულებულ საშინაო დავალებას.
   ინტერვიუმ სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა პედაგოგთა და მოსწავლეთა დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ.
 ამით შევძელი შემეგროვებინა შემდეგი სახის ინფორმაცია:
  მასწავლებლები რა სიხშირით აძლევენ მოსწავლეებს წერით დავალებებს და
რა სიხშირით ასწორებენ მოსწავლეებისათვის მიცემულ საშინაო დავალებებს.
   პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა, მასწავლებლისთვის  რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას, რომელიც მოსწავლისთვისაა განკუთვნილი, რა პრობლემებს აწყდება ამ კუთხით და როგორ წარმოუდგენია აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები.
მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები
   გამოკითხვაში 16 პედაგოგი მონაწილეობდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ
1)          მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელთა 12% არ იძლევა ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შესრულდეს დავალება, 64% მასწავლებლებისა ყოველთვის იძლევა ინსტრუქციას, 24% კი – ზოგჯერ.






  

13

2)  მოსწავლეთა მიერ შესრულებულ საშინაო დავალებას ყოველთვის ასწორებს 74%, ზოგჯერ – 25%, ხოლო არასოდეს – 1%.  



3)  მასწავლებლების 75% მიიჩნევს, რომ მათ მიერ მოსწავლეებისთვის მიცემული დავალება ზომიერია, მასწავლებელთა 20%–ის აზრით – მცირეა, ხოლო მასწავლებელთა 5%–ს მიაჩნია, რომ ზომაზე მეტია.
14

მშობელთა გამოკითხვის შედეგები
1)       მშობლების მიერ ანონიმურად შევსებული ანკეტების შედეგებიდან გამომდინარე   მშობლის დახმარების გარეშე საშინაო დავალებას ვერ ასრულებს: – 54%, დავალებას  დამოუკიდებლად ასრულებს– 11%, სჭირდება მცირეოდენი მითითებები – 35%;
   


2)        მშობელთა აზრით, მას შვილისთვის დავალების ახლიდან ახსნა უწევს იმიტომ, რომ მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს სავარჯიშოზე – 17%, ბავშვის უყურადღებობის მიზეზით – 19%, დავალების სირთულის გამო – 51%, მშობელს ახლიდან ახსნა არ უწევს – 13%;

15
3)         მშობლების 28% თვლის, რომ მშობელი მუდმივად უნდა იყოს  ჩართული დავალების შესრულების პროცესში, მშობელთა 30%–ს მიაჩნია, რომ რაც ნაკლებად ჩაერთვება შვილის დავალების შესრულებაში, მით მეტ დამოუკიდებლობას მიეჩვევა შვილი, მშობელთა 42% კი თვლის, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიეხმაროს შვილს დავალების შესრულებაში.

                 მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები
1)        მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა,  საშინაო დავალებას მშობლის დახმარების გარეშე საშინაო დავალებას ვერ ასრულებს – 55%, დავალებას ასრულებს დამოუკიდებლად – 13%, სჭირდება მცირეოდენი მითითებები – 32%;

16
2)       შინ, მშობლის მიერ დავალების ახლიდან ახსნა სჭირდება იმიტომ, რომ მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს სავარჯიშოზე – 20%, თავისი უყურადღებობის მიზეზით – 10%, დავალების სირთულის გამო – 54%, მშობელს ახლიდან ახსნა არ უწევს – 16%;

3) ბავშვების  36% თვლის, რომ მშობელმა უნდა გადადოს ყველა საქმე და შვილს უნდა დაეხმაროს დავალებების შესრულებაში.მოსწავლეთა 12%–ს მიაჩნია, რომ რაც ნაკლებად ჩაერთვება მშობელი შვილის დავალების შესრულებაში, მით მეტ დამოუკიდებლობას მიეჩვევა თავად, მოსწავლეთა 52% კი თვლის, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიეხმაროს მშობელი დავალების შესრულებაში.
17
3)       კვლევის ამ მეთოდმაც გამოკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომ მოსწავლეები 32% ყურადღებას არ აქცევს საშინაო დავალების შესრულების ხარისხს, 56 % მიაჩნია, რომ დავალების შესრუებისას ყურადღება უნდა მიექცეს ხარისხს. 12% თვის კი საშინა დავალების ხარისხი დამოკიდებულია მის სირთუეზე და მოცულობაზე.


კვლევის შედეგები.
      
  მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება;
 • გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს შორის;
• მოსწავლისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს საშინაო დავალების შესრულების ინსტრუქციის არმიცემა;
•  მოსწავლისთვის არასწორად შერჩეული საშინაო დავალება (საშინაო დავალების შინაარსი, ზომა და ა. შ. ).
•  ხშირად მშობლებისთვისაც გაუგებარია როგორ უნდა შესრულდეს საშინაო დავალება.


17



ინტერვენცია
 ინტერვენციის სახით შევთანხმდით და დავგეგმეთ, რომ დავალებები მიგვეცა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებით:
1.მივცეთ მოსწავლეებს მცირე მოცულობის საშინაო დავალება.
2. ვუთხრათ, რომ სისწორესთან ერთად დავალებაში ყურადღება მიექცევა ხარისხს
3. ავხსნათ დავალების შესრულების მიმართულებები
4. ავუხსნათ, რა დრო, რა ინფორმაცია დასჭირდებათ მოსწავლეებს ამა თუ იმ დავალების შესრულებისას (მეტ-ნაკლებად).
  ერთი თვის განმავლობაში მივეცით ყველა ტიპის დავალება, ვაკვირდებოდით შესრულების ხარისხსა და რაოდენობას, რის შედეგადაც მივიღეთ შემდეგი შედეგი, რომელიც მოსწავლეთა გამოკითხვამ აჩვენა:

   ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 10%- ში სხვადასხვა მოსწავლეები ხვდებოდნენ, რაც ნიშნავს, რომ ამასაც თავისი ახსნა უნდა მოეძებნოს, რისთვისაც უფრო მასშტაბული კვლევის ჩატარება იქნება საჭირო.
ინტერვენციამ გამოკვეთა შემდეგი:
1. ხარისხის ზრდა შესაძლებალია;
 2. შემუშავებულმა რეკომენდაციებმა გაამართლა, თუმცა ეტაპობრივად საჭიროებს დახვეწას, რათა არ შეწყდეს პროგრესი.
    დაკვირვებამ გამოკვეთა, რომ თუ მუდმივად აკონტროლებ შესრულების ხარიხს, მაშინ პროგრესი გარანტირებულია, მუდმივი უკუკავშირი, იძლევა საშუალებას შეინარჩუნო სტაბილური ზრდა ხარისხისა.
18
ინტერვენციის შეფასება
   საერთოდ საშინაო დავალების ხარისხიანობა  მაშინ გახდება თვალსაჩინო, თუ მოსწავლე ახალი გაკვეთილისადმი უფრო მეტი ინტერესითა და
1. საშინაო დავალების მიღწევადობა და დოზირება;
2. საშინაო დავალების მრავალფეროვნება;
3. გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოზარდის უნარები და ინტერესები, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებიც;
4. შესრულებული სამუშაო მითითებულ დროში და სათანადოდ უნდა შეფასდეს  6. სახლში დავალება მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ გაკვეთილზე შევძლებთ მის შემოწმებასა და შეფასებას.

რეკომენდაციები, რომლების გათვალისწინებამ აშკარად შეცვალა არსებული მონაცემები გახლავთ:
1. საშინაო დავალების დოზირება.
 2. შესრულების მიმართულებების ახსნა-განმარტება
3. საშინაო დავალების დასახელება თვალსაჩინოდ წარმოდგენა (დაფაზე).
4. დროის განსაზღვრა, ინფორმაციულობა ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად (მეტ-ნაკლებად).

   რეკომენდაციები მშობლებისთვის:

   მშობლებმა გააკონტროლონ მოსწავლის დღის რეჟიმი, დაეხმარონ მოსწავლეს დროის სწორად განაწილებაში.
≠ მშობლებმა გააკონტროლონ ბავშვის თამაშის პროცესი, რათა დარჩეს მეცადინეობისთვის საჭირო დრო.


რეკომენდაციები ბავშვებისათვის:
     თავდაპირველად შეასრულონ ზეპირი დავალება, წაიკითხონ ტექსტები, გაეცნონ თეორიულ მასალას, ტერმინოლოგიას, შემდეგ კი მასზე დაყრდნობით შეასრულონ წერილობითი დავალება.
   შეიმუშაონ სწორი დღის რეჟიმი, არ იმეცადინონ გვიან ღამით.
19
  რეკომენდაციები მასწავლებლებს:
  არ მივცეთ მოსწავლეებს ბევრი დავალება.
  მივცეთ   დავალების არჩევის უფლება.
  და  ვეხმაროთ მოსწავლეებს დღის რეჟიმის შედგენაში.
  გამოვიყენოთ წამახალისებელი სტრატეგიები.
  
  აღნიშნულმა კვლევამ დიდი გამოცდილება შეგვძინა სწავლების პროცესში დავაკვირდეთ და შევისწავლოთ პრობლემული საკითხი და დეტალებზე ვიყოთ ორიენტირებულნი. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ხომ არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესის და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
დასკვნა
 დასკვნა, რომლიც მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოვიტანეთ, შემდეგია:
1. საშინაო დავალების მიზნობრივად გამოყენება აუმჯობესებს სწავლება - სწავლის შედეგებს;
 2. მასწავლებლის მხრიდან მუდმივი უკუკავშირი ხელს უწყობს ხარისხიან მუშაობის პროცესს;
 3. მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესების და საჭიროების გათვალისწინებით ხორციელდება, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას;
 4. საშინაო დავალების ეფექტური გამოყენებისათვის საჭიროა მუდმივად კლასის საჭიროებების კვლევა.
        საშინაო დავალების ხარისხიანად შესრულებისთვის სასურველია, გარემო სადაც ბავშვებს უწევთ დავალებების მომზადება, სწორად იყოს ორგანიზებული, შუქი სამუშაო ადგილას მარცხნიდან ეცემოდეს (თუ ბავშვი ცაციაა, პირიქით, მარჯვნიდან). ოთახში დავალებების შესრულებისას დაიცავით სიწყნარე, ხმაური ყურადღებას ადუნებს და ხელს უშლის მას კონცენტრირებაში.
           აქ მნიშვნელოვანია მივაჩვიოთ ბავშვი წესებს, პროცედურებს, რეჟიმს, რომელიც საბოლოო ჯამში, სისტემატურ ხასიათს შეიძენს და ორგანიზებულობაში გადაიზრდება.

20
   • სკოლიდან დაბრუნებისთანავე დავალებების მომზადებას ნუ დააწყებინებთ, საჭიროა ბავშვს ,,ამოვასუნთქოთ, დავასვენოთ”, რათა ნელ- ნელა გადმოერთოს სასკოლოდან ოჯახურ გარემოზე.
    • დავალებების შესრულებას დააწყებინეთ მარტივიდან რთულისკენ პრინციპით. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ბავშვს რთული დავალების შესასრულებლად, დიდი დრო სჭირდება, ბავშვი იღლება, შესაძლოა დავალების თავის არიდებისკენ გაუჩნდეს სწრაფვა. ამასთან ნუ გადატვირთავთ დამატებითი სავარჯიშოებითა და ამოცანებით.
      ხშირ-ხშირად დაასვენეთ მოსწავლე!  საშინაო დავალებების მომზადება უნდა ხდებოდეს ისეთივე ,,გაკვეთილებისა” და ,,შესვენებების” მონაცვლეობით, როგორიც სკოლაშია, იმ განსხვავებით, რომ დრო აქ მკაცრად რეგლამენტირებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ არ შევზღუდოთ ბავშვი, მივცეთ მოძრაობის საშუალება, არ დავუშალოთ შუალედში მიირთვან წვენი, ხილი.

  




















21